- ინფორმაციის თავსებადობა
- ძირითადად, თავსებადობის პრობლემები ორ რიგად იყოფა: ა) შინაარსობრივი, ბ) ფორმატების. პირველ შემთხვევაში საუბარია ობიექტის, გარემოების და მოვლენის აღწერის სტანდარტიზაციაზე. (მაგალითად, არათავსებადია მისამართების გაწერის მეთოდები, სოციალურ-ეკონომიკური სტატისტიკის ფორმების შინაარსი და ა.შ.). მეორე რიგის პრობლემებიდან აღსანიშნავია ანალოგური თუ ელექტრონული მონაცემების ფორმატები (მაგალითად ფაილების გაფართოებები, საყრდენი მონაცემების სიზუსტეები, მასშტაბები და სხვ.). თავსებადობის პრობლემების ნათელ მაგალითებს ვხვდებით მიწის მართვის და არქიტექტურის სამსახურებში. ამ უკანასკნელთა მოხსენიება დაკავშირებულია ამ სფეროებში გარკვეულ აქტივობაზე; სხვა დარგებში ეს პრობლემა არ არსებობს მათი სრული ინერტულობის გამო.Source: ინფორმაციული ველები და მესამე სექტორის საინფორმაციო სტრატეგია: სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამა - თბ. : CIPDD, 2003
Georgian encyclopedia. 2013.